Saturday, June 13, 2015

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, ძალიან გული მწყდება, საინტერესო იყო ყველა მასწავლებლის წარმოდგენილი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია...

ჩემმა პროექტმა დასრულებული სახე მიიღო... ძალიან ბევრი ახალი რამ მასწავლა ინტელის პროგრამის ტრენინგმა და ჩვენმა არაჩვეულებრივად ნიჭიერმა ტრენერმა დათო მალანიამ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას...

მოსწავლის პრტზენტაცია

Thursday, May 14, 2015

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება. ახალი თვალით დავინახე  ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, რომელიც დამეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.

Tuesday, May 5, 2015

1-ლი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებაზე სასწავლო საქმიანობაში.